"წარმატებას ვუსურვებ წალენჯიხის მერს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის"
08/11/2021 07:10:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, მასთან თანამშრომლობისთვის.
"მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. იგი ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა, განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა, ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რათა ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. მე, როგორც პრემიერ–მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხის მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. მე მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა გახდა.


