Accentnews.ge
ღარიბაშვილი - ოპოზიციაზე: "როდესაც ხალხი 8-ჯერ გეუბნება უარს, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი"

ღარიბაშვილი - ოპოზიციაზე: "როდესაც ხალხი 8-ჯერ გეუბნება უარს, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი"

08/11/2021 07:20:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები "ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო".

"კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც 8-ჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ჩატარებული არჩევნების გამო ცსკ-ის თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S