"დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი"
08/11/2021 07:22:35 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან ხელისუფლებამ მხოლოდ საქმეზე უნდა გააკეთოს აქცენტი და დაპირებების შესრულებას შეუდგეს.
"მინდა მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ საქმეზე უნდა გვაკეთოთ აქცენტი. ჩვენ მოტივირებულები, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის,რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დღეს ბევრი გამოწვევაა, ბევრი პრობლემაა, ეს არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა მტავრობის დღევანდელ სხდომაზე.


