Accentnews.ge
პარლამენტთან რკინის ბარიკადები კვლავ აღმართეს

პარლამენტთან რკინის ბარიკადები კვლავ აღმართეს

08/11/2021 07:45:54 პოლიტიკა

პარლამენტთან რკინის ბარიკადები კვლავ აღმართეს.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან უკანა რკინის ღობის აღმართვა სავარაუდოდ, დღეს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S