Accentnews.ge
გიორგი ვაშაძემ "საქართველოს გამარჯვების სტრატეგიის" 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

გიორგი ვაშაძემ "საქართველოს გამარჯვების სტრატეგიის" 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

08/11/2021 08:12:28 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სამოქალაქო საფრთხის მაღალი რისკის გამო სთავაზობს 7-პუნქტიან გეგმას. მან გეგმა ბრიფინგზე წარადგინა.

"უმძიმესი პოლიტიკური ვითარება არის ქვეყანაში. პოლარიზების და გამწვავებული კონფროტაციის ფონზე მაღალია საზოგადოების დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ მხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრება არ გვარიდებს იმ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რომელიც საქართველოშია. ქაოსი და არეულობა არის რუსეთის მოკავშირე, ამიტომ აუცილებელია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველა მხარე. პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებით და მეორის დამარცხებით", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

პარტიის 7-პუნქტიანი გეგმა: პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა; ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და შეიქმნება სამართლიანი სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში სხვა მსგავსი საქმეების მიმართ;პარლამენტმა დაამტკიცოს სასამართლოს "ამბიციური რეფორმა";პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი სისტემის ცვლილებაზე - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა;თვითმმართველობის ფუნდამენტური რეფორმა;ძალაუფლების განაწილება მოხდეს შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად.

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S