"სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე"
08/11/2021 10:22:16 პოლიტიკა
"მე მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე", - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.
მისი თქმით, პატიმრებთან დაკავშირებით კითხვები ეხება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.
„მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.


