Accentnews.ge
"მცდელობა დესტრუქციისა და პროვოკაციისა სამაგალითოდ იქნება დასჯილი"

"მცდელობა დესტრუქციისა და პროვოკაციისა სამაგალითოდ იქნება დასჯილი"

08/11/2021 10:50:17 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველა დესტრუქციული ქმედება აღკვეთილი იქნება და ყველა სამაგალითოდ დაისჯება".

„რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა დეტალური განმარტება იმ დოზით, რა დოზითაც იყო შესაძლებელი საზოგადოების ინფორმირება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარ სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული მისი ეს გეგმა და მოწოდება, რომელიც მისგან მომდინარეობს. ჩვენს სამსახურებს დეტალური ინფორმაცია აქვს ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი ყველა ასეთი არეულობის მცდელობა იქნება აღკვეთილი და სამაგალითოდ დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S