Accentnews.ge
სუბარი - ოპოზიციაზე: "24, 48 და მერე 72 საათით გადადებენ, იქნებიან მუდმივად ულტიმატუმების რეჟიმში"

სუბარი - ოპოზიციაზე: "24, 48 და მერე 72 საათით გადადებენ, იქნებიან მუდმივად ულტიმატუმების რეჟიმში"

08/11/2021 11:16:03 პოლიტიკა

"ჩვენ ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების ულტიმატუმებით რომ ვმოქმდებდეთ, თქვენს წინაშე ახლა არ ვიქნებოდი",– ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სობარმა განაცხადა.

მისი თქმით. "ქართული ოცნება" ქვეყანას იმ მანდატის შესაბამისად მართავს, რაც ხალხმა მისცა.

„არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება, ისინი ამ ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, მაგრამ შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან. მამუკა ხაზარაძეს პარლამენტიდან წასვლაზე კი არ უნდა დაეწერა, პარლამენტში ყოფილიყო, რადგან აქ არის დიალოგის რეჟიმში, მაგრამ როცა პარლამენტში იყო, მისგან რაიმე განცხადება არ გვინახავს ქვეყნის მომავალზე მიმართული. მობრძანდნენ პარლამენტში და აქ ვისაუბროთ. მთელი საქართველო ვმარჩიელობთ, კაცი შიმშილობს და ვერ გავიგეთ, რა მოთხოვნა აქვს. იშიმშილო იმიტომ, რომ ცუდად გავხდები და კლინიკაში გადამიყვანე, გაუგებარია. თუ იმისთვის შიმშილობს, რომ გაათავისუფლონ, შეუძლებელია, რადგან მისჯილი აქვს“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.

მისი თქმით, დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამრთავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S