Accentnews.ge
დეკემბრის ბოლომდე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 მინისტრს მოუსმენენ

დეკემბრის ბოლომდე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 მინისტრს მოუსმენენ

08/11/2021 12:47:47 პოლიტიკა

მომდევნო კვირიდან დეკემბრის ბოლომდე პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 მინისტრს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბიურომ მინისტრების მოსმენის განრიგი უკვე დაამტკიცა.

„რადგან სექტემბერ-ოქტომბერში მინისტრების მოსმენა ვერ მოხერხდა პარლამენტში, ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც 16-19 ნოემბრის კვირაში გვექნება ორი მინისტრის მოსმენა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის. 30 ნოემბერი - 3 დეკემბრის კვირაში იქნება - განათლების და მეცნიერების მინისტრის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენა. 14 -17 დეკემბრის კვირაში - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე იუსტიციის მინისტრის მოსმენები“, - განაცხადა კუჭავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S