პარლამენტის ეზოში რამდენიმე ავტობუსით სამართალდამცველები შეიყვანეს
08/11/2021 12:49:25 პოლიტიკა
პარლამენტის ეზოში რამდენიმე ავტობუსით სამართალდამცველები შეიყვანეს.
ამასთან, საკანონმდებლოორგანოს უკანა შესასვლელთან დილიდან ისევ არის აღმართული რკინის ჯებირიც.
“ქართული ოცნების” წევრები ადასტურებენ, რომ საპოლოციო ძალების მობილიზება დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
“ნუ გიკვირთ ის საქართველოში, რაც სტანდარტი არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. კარგად გვახსოვს, პარლამენტის შესასვლელს კი არა, 1 კილომეტრის ფარგლებში აშშ-ში კონგრესთან მისასვლელს კეტავდნენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის წევრმა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის: გუშინ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანდა, 8 ნოემრიდან უწყვეტი პროტესტი გაგრძელდებოდა.
დღეს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამრთავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


