Accentnews.ge
პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები: "კატეგორიულად მოვითხოვთ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას სათანადო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ"

პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები: "კატეგორიულად მოვითხოვთ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას სათანადო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ"

08/11/2021 13:10:11 პოლიტიკა

პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები "კატეგორიულად მოითხოვენ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას სათანადო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ".

"ჩვენ, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც ვალდებულად ვთვლით თავს ვიბრძოლოთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოსთვის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწრენ:

  • ნემო ბურჭულაძე
  • მედეა თუშმალიშვილი
  • ნოდარ ნონიაშვილი
  • ბეჟან ჯავახია
  • ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძერ
  • ევაზ კემულარია
  • თენგიზ ჩაჩავა
  • გოგი ჩიქავა
  • ზურაბ გუჩუა
  • ველოდი მირცხულა
  • ვახტანგ ცაგარეიშვილი
  • ჯემალ შონია
  • ზურაბ ძოწენიძე
  • ემზარ გოგუაძე
  • გია მამფორია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S