სუბარი –სააკაშვილზე: "თუ საჭირო იქნება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას"
08/11/2021 13:11:38 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ "თუ საჭირო იქნება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას".
"სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მისი სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი, რომელიც შექმნილია, ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ და მათზე უკეთ არავინ იცის როდის, რა ესაჭიროება ადამიანს. ჯერჯერობით არც კონსილიუმს უთქვამს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა, ამას არც შიგნით სასჯელაღსრულების ექიმები არ ამბობენ. თუ საჭირო იქნება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას", - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.


