Accentnews.ge
გლდანის ციხის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

გლდანის ციხის ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

08/11/2021 15:40:23 პოლიტიკა

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა.

დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.

ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს". ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S