Accentnews.ge
"გლდანის ციხისკენ სააკაშვილის გატაცება ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია"

"გლდანის ციხისკენ სააკაშვილის გატაცება ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია"

08/11/2021 15:40:50 პოლიტიკა

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "გლდანის ციხისკენ სააკაშვილის გატაცება ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია".

"გორში მიშას გადაყვანა დროებით მაინც განმუხტავდა ვითარებას. აქციის პარალელურად, მისი გლდანის ციხისკენ გატაცება, ვითარების ესკალაციისკენ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია. ისეთ ჩიხში შეყავთ ქვეყანა, საიდანაც უკან დასახევი გზა უბრალოდ აღარ იარსებებს", – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S