Accentnews.ge
"ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ სააკაშვილს, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება, ხალხთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმაზე"

"ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ სააკაშვილს, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება, ხალხთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმაზე"

08/11/2021 16:02:16 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია.

მისი თქმით, გლდანის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ მომსახურებას, რომელიც სჭირდება სააკაშვილს, ასევე, "გლდანის ციხეში პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე".

„ეს არის ის, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით. პირველი დღიდანვე ვაცხადებდით, და არა მარტო ჩვენ, მისი უფლებების დამცველებიც, ყველა აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ორი მიზეზის გამო. პირველი – გლდანის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ მომსახურებას, რომელიც სჭირდება ისეთ პაციენტს, რომელიც სააკშვილია და მეორე, პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე გლდანის ციხეში. როგორ, დაილია ამ ქვეყანაში საავადმყოფოები, ან თბილისში რომ გადაეყვანათ ისეთ საავამდყოფოში, სადაც მას ნორმალური სამედიცინო სერვისი მიეწოდებოდა, მაგრამ არა, ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე და ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი მოთხოვნა არ შესრულებულა, ყველაფერი რჩება ისევ ისე, გარდა იმისა, რომ პირიქით, უფრო გაუარესდა სააკაშვილის მდგომარეობა გლდანის ციხეში გადაყვანით, ვიდრე ეს იყო რუსთავის ციხეში. არ გვაქვს დროის დაკარგვის დრო, გვჭირდება სწრაფი მოქმედება, შევიკრიბებით და ხალხთან ერთად მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S