Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის"

სააკაშვილის ადვოკატი: "საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის"

08/11/2021 16:54:33 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის ადგილსამყოფელისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.

"მეგობრებო, ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ვიცი ისეთი, არც თანამდებობის პირი, რომელსაც საკუთარი თვალით ყავს ნანახი სააკაშვილი გლდანში. საერთოდ გლდანშია თუ არა, ან საერთოდ რა მდგომარეობაშია, წარმოდგენა არ გვაქვს არავის. არაჯანსაღი ეჭვებით ნუ ახდენთ მდგომარეობის ესკალაციას (თუ ეს არ არის მიზანი)! მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ სააკაშვილის გლდანის სტაციონარში ყოფნის და მისი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო!", წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს". ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. ამასთან, ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S