Accentnews.ge
"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არც ერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ გლდანის ციხესთან"

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არც ერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ გლდანის ციხესთან"

08/11/2021 17:40:17 პოლიტიკა

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ტქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.

„არც ერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა! მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან დემონსტრანტებს კანცელარიის შენობისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა. მან სთხოვა დემონსტრანტებს, ვისაც ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს დარჩეს კანცელარიასთან და არ დაიშალოს. გარდა ამისა, მელიამ დენონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ღარიბაშვილი თუ შიგნია ვერ გამოვა გარეთ , თუ გარეთაა ვერ შევა შენობაში. კანცელარიის შენობაში ღარიბაშვილი ვეღარ უნდა შევიდეს, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება [...] ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს", – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეიდან უწყვეტი პროტესტი დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ გაუწევენ, არ გაათავისუფლებენ მას და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.

სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S