მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეები მიემართებიან, პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა
08/11/2021 17:44:21 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ კანცელარიის შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები სწორედ მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
დემონსტრანტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოუწოდა.
"დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები. [...] ცოცხალი ადამიანების ძალა დავანახოთ მთელ მსოფლიოს. [...] ღარიბაშვილი თუ შიგნია ვერ გამოვა გარეთ , თუ გარეთაა ვერ შევა შენობაში. კანცელარიის შენობაში ღარიბაშვილი ვეღარ უნდა შევიდეს, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება [...] ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს", – განაცხადა მელიამ.
მან სთხოვა დემონსტრანტებს, ვისაც ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს დარჩეს კანცელარიასთან და არ დაიშალოს:
„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველა დავრჩეთ, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის".


