"სააკაშვილს სამარცხვინოდ ექცევიან, ხელისუფლება ვალდებულია მისი კეთილდღეობა უზრუნველყოს"
08/11/2021 22:42:13 პოლიტიკა
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანალიტიკოსი ლუკ კოფი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კეთილდღეობა უზრუნველყოს.
"არ მიყვარს ჩემი საყვარელი საქართველოს საშინაო საქმეებზე კომენტარის გაკეთება. სააკაშვილს სამარცხვინოდ ექცევიან. სანამ იგი პატიმრობაში რჩება, ხელისუფლება ვალდებულია, მისი კეთილდღეობა უზრუნველყოს. იგი იმსახურებს უფლებას დაიცვას თავი ნებისმიერი ბრალდებისგან სამართლიან და გამჭვირვალე სასამართლოში", – წერს კოფი სოციალურ ქსელში.


