Accentnews.ge
მელია: "ჩვენ დაპრისპირებაში, სიძულვილის მორევში ვერ ჩაგვითრევენ"

მელია: "ჩვენ დაპრისპირებაში, სიძულვილის მორევში ვერ ჩაგვითრევენ"

09/11/2021 05:55:45 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, სერიოზული ფიზიკური საფრთხის ქვეშაა, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა "აზვირთდება, მზარდი, გახდება, თანმიმდევრული, ორგანიზებული, დისციპლინირებული".

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან უთხრა ჟურნალისტებს, "საზოგადოება არ მოისვენებს", სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარალელურად იქნება უფრო აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან. მელიას განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ბრძოლა ამით არ შეწყდება და გაგრძელდება ახალი არჩევნებისთვის. როგორც ნიკა მელიამ თქვა, სახელმწიფო მიტაცებულია, რასაც უპირისპირებენ უწყვეტ, ყოველდღიურ აქციებს, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ხელისუფლების მიმტაცებელია:

„ჩვენ დაპრისპირებაში, სიძულვილის მორევში ვერ ჩაგვითრევენ, ჩვენი მიზანია, თავისუფლებამ გაიმარჯვოს“.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების ნაწილი, 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრების შემდეგ, ღამით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დარჩა. დღეს იგეგმება რამდენიმე საპროტესტო აქცია.

8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გამოაცხადა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქციას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S