Accentnews.ge
ოპოზიციის წარმომადგენლები კელი დეგნანს და ერიკა ოლსონს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები კელი დეგნანს და ერიკა ოლსონს ხვდებიან

09/11/2021 06:06:10 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრებს კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან.

შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი.

როგორც შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ პროცესებზე.

„ჩემთვის დღევანდელი შეხვედრის ორი მთავარი თემაა: პირველი, ეს არის სასამართლო სისტემა და კლანის მმართველ მოსამართლეებთან მიმართებაში რეალურად სანქციების შემოღებაზე მსჯელობის დაწყება და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, რაც არის „ქართული ოცნების“ ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და უნდა შესრულდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს, ხოლო ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეასახლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S