Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

იუსტიციის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, დეპუტატები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

09/11/2021 06:00:00 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილ იუსტიციის სამინისტრომდე მსვლელობა გამართა და ამჟამად აქცია სამინისტროსთან მიმდინარეობს. შეკრებილები ქვეყნის მესამე, მსჯავრდებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას აპროტესტებენ, დეპუტატები კი მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი, მისი უფლებადამცველები და თანამებრძოლები თვლიან, რომ გლდანში ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და უსაფრთხოება სათანადოდ ვერ იქნება დაცული.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში მოტყუებით წაიყვანეს და ხოლო ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეასახლეს. სააკაშვილი რუსთავის ციხიდან 8 ნოემბერს ისე გადაიყვანეს, რომ ის დარწმუნებული იყო, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ.

8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გამოაცხადა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა სამი მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილიან, სამოქალაქო კლინიკაში, წართმეული არჩევნების დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქციას წინ უძღოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S