Accentnews.ge
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ აცდება მკაცრ სასჯელს"

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ აცდება მკაცრ სასჯელს"

09/11/2021 09:22:23 პოლიტიკა

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ აცდება მკაცრ სასჯელს", – ამის შესახებ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "შეუძლებელია მთავარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში, მათი რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი":

"ერიკა ოლსონთან ვისაუბრე, რომ პრაქტიკულად არჩევნები არის გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას აქვს დაკარგული. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, გუშინდელი განხორციელებული საარაკო სიგიჟე, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. ეს პროცესები იქნება ძალიან მშვიდობიანი, ძალიან მტკიცე, განგრძობადი, იქნება ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. [...] ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რომ გვაქვს ოლიგარქიული თუ დემოკრატიული წესწყობილება, ორივე ერთად ვერ გექნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ყველაფერს ხედავს, მკაფიოდ, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოვლენების შემდეგ ხედავს ფართო სურათს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება. [...] ამ რეჟიმისთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმევა ვაშინგტონში, ევროპის წამყვან დედაქალაქებში, ჯერ–ჯერობით არ არის უმნიშვნელო და სანამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, შესაბამისი ქმედებები აუცილებელია. ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი. ასე გაგრძელდება, რეაქციაც და ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი. შეუძლებელია მთვარი სტრტეგიული პარტნიორი გულხელდაკრეფილი უყურებდეს საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში. რა თქმა უნდა, პერსონალურ სანქციებზე, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდანაც იყო საუბარი და ვამბობ, თუ ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს, გააგრძელებს ეს ხელისუფლება, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერ აცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს. ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება. მანამ, სანამ არ დაბრუნება მიტაცებული სახელმწიფო, მოპარული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი და ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა დაცული",– განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S