"სამოქალაქო კლინიკასთან უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება"
09/11/2021 10:20:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას რადიკალური გეგმები აქვს.
"გუშინ ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდა ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო სამართალდამცველების, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას", – განაცხადა კობახიძემ.


