"ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომაროებაშია სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ჭამს"
09/11/2021 10:30:59 პოლიტიკა
"ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომაროებაშია სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ იგი ჭამს", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად "ფეიკია" მისი შიმშილობა. ამის ვიდეო მტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. როგორი "ფეიკიც" არის მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე "ფეიკია" მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომაროებაშია მიხეილ სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჭამს", – განაცხადა კობახიძემ.


