Accentnews.ge
ხოშტარია – კობახიძის განცხადებაზე: "ასეთი ფანტაზიები "ოცნების" მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს"

ხოშტარია – კობახიძის განცხადებაზე: "ასეთი ფანტაზიები "ოცნების" მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს"

09/11/2021 10:43:05 პოლიტიკა

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მისი მოწამვლის თაობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

მისი თქმით, ასეთი ფანტაზიები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია.

"გარდა იმისა, რომ ასეთი ფანტაზიები მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე, ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ საკითხზე. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემ ჯანმრთელობაზე, არის "ქართლი ოცნება", რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. საუბარი შეთქმულებებზე, ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემ კოლეგებთან, მეგობრებთან ან ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მოუწევთ ფიქრი, არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S