Accentnews.ge
'სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა"

'სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა"

09/11/2021 10:40:12 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, "ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი".

"ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსულების დაწესებულაბაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრილფასოვნად იყოს დაცული", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S