"რაც ახლა სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არ არის სწორი"
09/11/2021 12:00:00 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ის, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ხდება, არასწორია.
"სააკაშვილს ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. ვიმედოვნებ, ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესები გაიმართება. ვიცი მისი შიმშილობის შესახებ და ჩვენ შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობით. ჩვენ, მისი ევროპელი მეგობრები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, შეშფოთებული ვართ. ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართოს ქვეყანა. ჩვენი როლი არ არის, რომ მივუთითოთ, ახლა რაც ხდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, არ არის სწორი“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


