Accentnews.ge
"კობახიძის განცხადების შემდეგ შვილები ურეკავდნენ ელენეს, შეშინებულები იყვნენ"

"კობახიძის განცხადების შემდეგ შვილები ურეკავდნენ ელენეს, შეშინებულები იყვნენ"

09/11/2021 12:27:35 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეშინებული შვილები ურეკავდნენ.

ვაშაძის შეფასებით, კობახიძისგან გარდა სიტუაციის გამწვავებისა, არანაირი გზავნილი არ იყო:

"აქ ვიყავი და შვილები ურეკავდნენ ელენეს, როგორი შეშინებულები იყვნენ იმ განცხადების მერე, რაც გააკეთა კობახიძემ, რომ თითქოს ვიღაც გეგმავს ელენეს მოწამვლას. ხომ არ შეიძლება, ხელისუფლებამ გადააბიჯო ყველა სტანდარტს, ზღვარს, ჭორიკანად იქცე, გამოიგონო ტყუილი და ამაზე იყოს მერე საუბარი. როცა პოლიტიკაში ხარ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხარ, იმაზე მაინც ხომ უნდა ფიქრობდე, რომ ამ ადამიანებს ოჯახის წევრები ჰყავთ, რომლებიც ნერვიულობენ ყველა მსგავსი განცხადების გამო. ხომ არ შეიძლება კონკრეტული ფაქტების გარეშე გამოსვლა და დაბრეხვება რაღაც თემის, ოღონდ "შენი გაისწორო", უხეშად რომ ვთქვათ. ამაზე უნდა გვქონდეს მკაცრი და მკაფიო პასუხი. [...] კრიზისიდან გამოსვლის მთავარი გზა არის ხალხის ხმა, მინდა საზოგადოებას მივამართო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის",– განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S