Accentnews.ge
"წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა!" – 10 ნოემბერს აქცია ოთხ ლოკაციაზე გაიმართება

"წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა!" – 10 ნოემბერს აქცია ოთხ ლოკაციაზე გაიმართება

09/11/2021 15:22:07 პოლიტიკა

10 ნოემბერს ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას ოთხ ლოკაციაზე გამართავენ. კერძოდ, როგორც ენმ–ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, 11:00 საათზე საპროტესტო აქციები გაიმართება იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებთან და მოდულის შენობასთან.

„მეოთხე ადგილზეც იქნება, რომელსაც ახლა განგებ არ ვასახელებ. იმტვრიონ თავი [ხელისუფლებამ – რედ]. ასე იქნება ყოველ დღე“,– განაცხადა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე.

მისივე თქმით, პროტესტის წერტილები ნელ–ნელა გაიზრდება და სამოქმედო გეგმის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებენ.

პროტესტის მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

„ძალა უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს, ბრძოლის სხვადასხვა ფრონტზე გაშლით და არა ღამის თევით. წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა! არც ერთი საათი არ გვაქვს დასაკარგი“,– განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მთავარი სიმშვიდეა:

„გუშინდელმა სიმშვიდემ მოგვიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დრამატულადაა გაზრდილი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი, ამ მოძრაობისადმი და ზოგადად, ამ საპროტესტო მოძრაობის ლეგიტიმაცია კიდევ უფრო მაღალი გახდა. ამას შემთხვევით არ გიყვებით და მასში მომდევნო დღეებში დარწმუნდებით“,– დასძინა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S