"ამნესტი ინტერნეიშენალი": "აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა"
09/11/2021 17:38:05 პოლიტიკა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალი" "ტვიტერზე" ეხმიანება საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მვლენებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ შურისძიებასთან გვაქვს საქმე:
"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება".


