უგულავა: "კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი"
09/11/2021 20:13:07 პოლიტიკა
გიგი უგულავა აქციაზე ნათქვამი სიტყვების გამო, საჯარო ბოდიშს იხდის.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ღვარძლისა და სიძულვილისგან.
"ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის.
კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ.
პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება", - წერს გიგი უგულავა სოცუალურ ქსელში.
მანამდე უგულავა გააკრიტიკა, მათ შორის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა ანა აბაშიძემაც.
„გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე ორდენიძის (რომელმაც მიშას მიაყენა სავარაუდოდ შეურაცხყოფა) შვილზე ამბობს, "შენც და შენმა კლასელებმაც უნდა იცოდეთ, მამა გყავს ჯალათიო". ღმერთო, ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ გესმით?.
ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება, ასე რამე კარგი გამოვიდეს!“ – წერს ანა აბაშიძე.


