Accentnews.ge
"ქართველებს შესაძლოა, "ქართული ოცნებასა" და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ"

"ქართველებს შესაძლოა, "ქართული ოცნებასა" და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ"

10/11/2021 08:09:39 პოლიტიკა

"ქართველებს შესაძლოა, "ქართული ოცნებასა" და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "სასაზღვრო ზონის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, "ქართული ოცნების" შეცდომები აზიანებს საქართველოს იმიჯს და ხელს უშლის ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატო–სკენ მისწრაფებას.

ამასთან, მან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ ქცევას, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობით მან უკვე მიაღწია ბევრს, მიიპყრო ყურადღება იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩემი, როგორც საქართველოს მეგობრის თხოვნაა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. მქონდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა და ვცდილობდი, ამეხსნა მათთვის, თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალზედ ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილს და მისწრაფებას შეუერთდნენ ევროკავშირსა და ნატო–ს. არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება – ან "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში, ან ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა კუბილიუსმა.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S