იან კელი – საქართველოს მთავრობაზე: "მათი ბევრი ქმედება პროვოკაციაა"
10/11/2021 08:55:30 პოლიტიკა
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ "ქართული ოცნების" ქმედებებს პროვოკაციად აფასებს.
უცხოელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები მათ დასავლურ ხედვებს ეჭვქვეშ აყენებს.
"როგორ ექცევიან სააკაშვილს, როგორ გადაიყვანეს ის ციხის საავადმყოფოში - ბადებს ეჭვებს, რა არის ხელისუფლების საბოლოო მიზანი. უბრალოდ მეჩვენება, რომ მათი ბევრი ქმედება პროვოკაციაა ოპოზიციის მიმართ. მმართველი პარტია ცდილობს ძალადობის პროვოცირებას. დასავლეთი უკიდურესად შეშფოთებულია ხელისუფლების ამ ნაბიჯებით და საერთო ტრაექტორიით. წარსულში ჩვენ ვნახეთ ქმედებები, რომლებიც ამ მთავრობის დასავლურ ხედვებს სრულად ეჭვქვეშ აყენებს. ამჯერად ვაშინგტონში რეალური და მკაცრი შეფასება იქნება", - განაცხადა იან კელიმ.


