Accentnews.ge
ხოშტარია – ხელისუფლებას: "ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში"

ხოშტარია – ხელისუფლებას: "ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში"

10/11/2021 08:59:13 პოლიტიკა

მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია დღეს ოპოზიციის აქციებზე დემონსტრანტების დაკავებების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული "პოლიციისა და ხელისუფლების ისტერიული" ქმედებაა.

"ეს არის ისტერიული ხელისუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელარუსისა და რუსეთის რეჟიმთან. იგი აკავებს მშვიდად მდგომ ადამიანებს. ეს არის ისტერიული ქცევა პოლიციისა და ხელისუფლების. ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში. ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავისუფლების დაკარგვას, არც ძალადობასა და არც უსამართლობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ პროტესტი ასეთივე შემრთებით. მე გული მწყდება რომ ამ მომენტში არ ვარ ჩემი მეგობრების გვერდით ფიზიკურად", – განაცხადა ხოშტარიამ.

მე–8 დღეა, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დღეს გამართულ აქციებზე 46 პირი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S