Accentnews.ge
ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

10/11/2021 13:28:47 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება,– იუწყება „ფორმულა“ მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელზე მარია ბარაბაშზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ კიკაბიძე უკვე უკრაინაში იმყოფება და პრეზიდენტთან შეხვედრა 11 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში შედგება.

„მოხარულები ვართ, რომ ბუბა კიკაბიძემ გამოიჩინა სურვილი და კიევი ჩამოვიდა. მისი მიზანია, აქ შესაბამის პირებთან ერთად განიხილოს ის კრიტიკული ვითარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ. სწორედ ამ მიზნით ბუბა კიკაბიძე ხვალ შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველაფერს დეტალურად მიუყვება. ჩვენ მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტის მხარდაჭერის, რადგან გვჭირდება: ახლა პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ქართული მხარე არაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს",– განაცხადა ბარაბაშმა.

მისი შეფასებით, "საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გადაიყვანა სააკაშვილი ციხის კლინიკაში":

"უკვე ვხედავთ დასავლეთის მკაცრ რეაგირებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი განცხადებების დიდ კასკადს, რადგან ეს უპრეცედენტო მოვლენაა“.

შეახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბრიდან შიმშილობს ორი დღის წინ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც სააკაშვილი ამბობს, მოტყუებით და ძალის გამოყენებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S