Accentnews.ge
"თვალწინ მიკლავენ შვილს, მივმართავ ყველას, დაგვეხმარეთ"

"თვალწინ მიკლავენ შვილს, მივმართავ ყველას, დაგვეხმარეთ"

10/11/2021 16:00:51 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს.. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%. ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. ძალიან გთხოვთ, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე", – აცხადებს სააკაშვილის დედა.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S