Accentnews.ge
დეკანოიძის განცხადებით, დღევანდელ აქციებზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

დეკანოიძის განცხადებით, დღევანდელ აქციებზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

10/11/2021 18:22:42 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დღეს გამართულ ოპოზიციის აქციებზე დაკავებული 46 ადამიანიდან 20 პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

შსს-თან გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

"დაუყოვნებლივ გასცეს ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი. ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში. ეს ადამიანები, ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები დააკავა კრიმინალურმა პოლიციამ. ამ ადამიანების ადგილსამყოფელი არ ვიცით", - განაცხადა დეკანოიძემ.

10 ნოემბერს სუს-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან გამართულ აქციებზე ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S