ბილდტი - სააკაშვილზე: "სტალინის პერიოდში მოსკოვის ცნობილი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს"
11/11/2021 05:43:58 პოლიტიკა
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს".
"მართლაც აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა. სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს", - წერს კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში.


