Accentnews.ge
"დავთანხმდი მეორე გადასხმას, სანამ საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ"

"დავთანხმდი მეორე გადასხმას, სანამ საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ"

11/11/2021 08:47:25 პოლიტიკა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-9 დღეა, შიმშილობს აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. პოლიტიკოსის თქმით, სასიცოცხლო პარამეტრების გასაუმჯობესებლად იგი მეორე გადასხმის გაკეთებასაც დათანხმდა.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურადაა. როგორც ვთქვი, მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება, რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი - თირკმლის, ნერვოლოგიური, მოითხოვს ამ ჩარევას. მე არ მინდა ვინმემ ინერვიულოს, დაპანიკდეს, ეს არ არის რომ მე ვკვდები, არ გვინდა ზედმეტი მღელვარება, უბრალოდ თუ ეხლა სამედიცინო ჩარევას თირკმელზე და ნევროლოგიურზე არ მივიღებ, შეიძლება, რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, ამიტომ მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ამან არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება მედიკამენტებს მივიღებ", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, იგი კალორიებისა და დანამატების მიღებას არ აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S