ომბუდსმენთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებას წულუკიანიც იზიარებს
11/11/2021 09:26:31 პოლიტიკა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ ნინო ლომჯარია არ არის პოლიტიკისგან თავისუფალი. ამ განცხადებით მან გაიზიარა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოზიცია, “ნინო ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ“.
„არ მომისმენია ბატონი ირაკლის ეს განცხადება, თუ მან მართლაც ასე თქვა, მხოლოდ შემიძლია, დავეთანხმო და ჩემს თავს უფლება მივცე, არ წავიდე უფრო შორს, არ გავამხილო, თუ ვინ სთხოვა „ქართულ ოცნებას“, ქალბატონი ნინო ყოფილიყო იქ, სადაც ბრძანდება. რა თქმა უნდა, ის პოლიტიზებულია. მე ვარ ადამიანი, ვინც მას ბევრჯერ ვაკრიტიკებდი. სამწუხაროდ, ჩვენს სახალხო დამცველს აქვს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც უნდა ჰქონდეს, ანუ ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკისგან. ის არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გასაგებია, კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ მას ვენდეთ, მე მაშინ პარლამენტში არ გახლდით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო. მან პრინციპში ის ნდობა, რომელიც გულისხმობდა დეპოლიტიზირებულად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად საქმიანობის განხორციელებას, ხანდახან შეძლო და ხანდახან ვერ შეძლო. ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა,


