მელია – კადრებზე: "ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ"
11/11/2021 11:17:01 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი კადრები ადასტურებს, რომ სააკაშვილზე იძალადეს და მოტყუებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში.
"პენიტენციური უწყების მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ, რომ სხვადსხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდა დასტურად იმისა, როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში და ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა "ოცნების" რეჟიმმა, მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინათ ეს კადრები. იქ ჩანს ძალადობა დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა", – აცხადებს მელია.


