სუს-სთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა
11/11/2021 12:55:15 პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.
ენმ–ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, სუს-ის შენობიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაინაცვლონ, საიდანაც დაიშლებიან.
მისივე თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ გეგმებზე განცხადებას, 18:00 საათზე გააკეთებს.
ცნობისთვის: აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.


