Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11/11/2021 14:41:14 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

როგორც სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ხოშტარია ბოლო დღეების განმავლობაში გმირულად და პატრიოტულად იქცევა.

"მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად, რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი", - წერია მიხეილ სააკაშვილი წერილში.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში უკვე მე-9 დღეა შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S