Accentnews.ge
ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

12/11/2021 05:49:30 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, იგი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს და კომენტარს შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S