Accentnews.ge
"2008 წლის ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად"

"2008 წლის ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად"

12/11/2021 06:11:34 პოლიტიკა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. ამის შესახებ მან პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა. თუ რუსეთის მიზანი ამ ტერიტორიების ოკუპაციით და საქართველოში სამხედრო შემოჭრით საქართველოსთვის მისი სტრატეგიული არჩევნების გაკეთებაში ხელის შეშლა იყო, ეს შედეგი მან ვერ მიიღო! როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პერსტექტივა ევროპასთან სიახლოვეა; უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს. ხვალინდელ მსოფლიოში ევროკავშირს სხვა შესაძლებლობები და ძალაუფლების სხვა ბერკეტები აქვს, ისეთი როგორიცაა ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ადამიანური რესურსები დამყარებული წარმოების ინიციატივებზე, თავისუფლებებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალში დადგება გათანაბრების დრო, რადგან მხოლოდ სუფთა ძალა არ არის საკმარისი, საჭიროა მოლაპარაკება. დღემდე ევროპამ დიალოგს მიანიჭა უპირატესობა და ხშირად ეს არის სუსტის დიალოგი ძლიერთან. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა ამ დიალოგისგან, საჭიროა დიალოგიდან ნამდვილ მოლაპარაკებებზე გადასვლა წითელი ხაზების, ინტერესების, სიძლიერეების და სისუსტეების გათვალისწინებით. ამ მძიმე, მაგრამ გათანაბრებულ და სამართლიან მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ევროპასთან, არასდროს ევროპის გარეშე!", – აღნიშნა,პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S