Accentnews.ge
ჰარცელი – კადრებზე: "ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა"

ჰარცელი – კადრებზე: "ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა"

12/11/2021 07:14:30 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.

მისი თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.

"ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ფუკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრევბის ხელშეუხებლობის დაცვა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S