Accentnews.ge
"როგორ შეიძლება, ადამიანი გაიგზავნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა?"

"როგორ შეიძლება, ადამიანი გაიგზავნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა?"

12/11/2021 07:23:31 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც", – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.

მისი თქმით, ირღვევა მისი უფლებები, რადგან "მეოთხე დღეა, სააკაშვილის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა".

„დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება. ეს ცხადია და ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, რომელიც მივიღეთ ორი დღის წინ. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. როგორ შეიძლება, ადამიანი გაიგზავნოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა? მეორე საკითხია ის, რომ მე უკვე მეოთხე დღეა, აქ ვიმყოფები და ველოდები დოკუმენტებს, რომ მოვინახულო სააკაშვილი. კვლავ მეუბნებიან, რომ დოკუმენტები ჯერ მზადების პროცესშია. ვფიქრობ, ეს არის ჩემი და მისი უფლების დარღვევა. რამდენი ხანი უნდა ვიცადო ? და რატომ უნდა ვიცადო ? რატომ არ იყო ეს აქამდე პრობლემა და ახლა პრობლემა გახდა?“,- განაცხადა ლიზა იასკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S