"ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად"
12/11/2021 07:26:41 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად".
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარისას ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე პრემიერს, რომ სააკაშვილის დედა, ნათესავები და უკრაინელი ექიმებს მასთან შეუშვან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.


