Accentnews.ge
"რუსებო, რომლებიც ღლიცინებთ სააკაშვილის დამცირების ამსახველი კადრების გამო: დიახ, ეს ქართველებმა ჩაიდინეს, მაგრამ ქართველებმა, რომლებსაც თქვენ უხდით!"

"რუსებო, რომლებიც ღლიცინებთ სააკაშვილის დამცირების ამსახველი კადრების გამო: დიახ, ეს ქართველებმა ჩაიდინეს, მაგრამ ქართველებმა, რომლებსაც თქვენ უხდით!"

12/11/2021 07:43:21 პოლიტიკა

"რუსებო, რომლებიც ღლიცინებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამცირების ამსახველი კადრების გამო: დიახ, ეს ქართველებმა ჩაიდინეს, მაგრამ იმ ქართველებმა, რომლებსაც თქვენ უხდით!", – წერს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" და იქვე დასძენს, რომ დანარჩენი საქართველოსთვის მსგავსი რამ უცხო და მიუღებელია.

სააკაშვილისადმი მოპყრობას მარგველაშვილი რუსულ ოპრიჩნინას ადარებს (XVI საუკუნის II ნახევარში რუსეთში ხელმწიფის ადგილ-მამულის (მისი ტერიტორიის, ჯარის, დაწესებულებათა) სახელწოდება; ასე ეწოდებოდა ასევე ივანე მრისხანეს საშინაო პოლიტიკას).

"რუსებო, რომლებიც ღლიცინებთ მესამე პრეზიდენტის დამცირების ამსახველი კადრების გამო: დიახ, ეს ქართველებმა ჩაიდინეს, მაგრამ იმ ქართველებმა, რომლებსაც თქვენ უხდით! მთელი დანარჩენი საქართველო კი ერთიანდება სიძულვილში იმ ოპროჩნინის მიმართ, რომელიც უცხოა და მიუღებელი ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის", – წერს მარგველაშვილი.

ცნობისთვის: ბოლო დღეებში რუსულ პროპაგანდისტულ მედიას, ასევე მრავალრიცხოვან ტროლებსა და არაერთ რიგით ინტერნეტ-მომხმარებელს სოცქსელებში ნამდვილი ვაქჰანალია აქვს გამართული საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებისა და საპყრობილეში მის მიმართ მოპყრობის ამსახველი კადრების ირგვლივ. ცინიზმმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S